“გურია ნიუსის” ინფორმაციით, კურორტ გომისმთაზე მყოფი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სოფელ ბოხვაურიდან, გელა ჩავლეშვილმა დაუდასტურა.
_ 30-წლამდე ბიჭები არიან. ერთი გარდაიცვალა, დანარჩენებიც ცუდად არიან, _ გვითხრა ჩავლეშვილმა.
“გურია ნიუსი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, გომისმთაზე მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი.
“შემოსულია შეტყობინება, რომ გომისმთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი“, _ გვეუბნებიას სამაშველო სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციით, კურორტ გომისმთაზე, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ტერიტორიაზე, რომელიც „ვახტანგას საცივის “ სახელით არის ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
_ ბოხვაურელი ახალგაზრდები არიან. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა წასულა. ერთი გაყინულია. უნდა დავეხმაროთ სამაშველო სამსახურს, _ გვითხრა „გზამშენი-18“ის ხელმძღვანელმა, თემურ ჯახვამ.