გურიის გუბერნია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას თუ რა ვითარება ამ დროისთვის გომისმთაზე მიმავალ გზაზე.
“კურორტ გომისმთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების გამოსაყვანად დილიდან მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია. ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო, ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ფიზიკური ძალა, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ახალგაზრდების გამოყვანა!“