10-საათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვნეს, _ ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს.
მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს მათი გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. 10 კაციანი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.