ინფორმაცია მოსახლეობისთვის
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, გაიმართება რეზერვისტთა გეგმური სასწავლო შეკრება.
სასწავლო პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ პერიოდში დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე შესაძლოა პერიოდულად გავრცელდეს სასწავლო სროლებთან და სხვა საწვრთნელ აქტივობებთან დაკავშირებული ხმაური.
აღნიშნული პროცესი წინასწარ დაგეგმილი სასწავლო ღონისძიებების ნაწილია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. _ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.































































