კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია.
იუნისეფ-ის ინფორმაციით, საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.