მარტვილში, სოფელ დიდ ჭყონში 10–მდე საფლავი გაქურდეს. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, დავით ხუხუამ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, საფლავებიდან წაღებულია ალუმინისა და რკინის კონსტრუქციები.
„მიცვალებულები იქ მაინც დაასვენონ, ეს რა ხდება… ქურდობა, სავრაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა“,– ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი „გურია ნიუსთან“.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.