ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შემოვიდა COVID–19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ 200 დოზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო მუშაკების ვაქცინაციისთვის _ როგორც ყველაზე პრიორიტეტული და მაღალი რისკის მქონე ჯგუფი.
ვაქცინას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისათვის ავტორიზაცია და საქართველოში დადგენილი კანონმდებლობით მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ, ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
ჯანდაცვის ცენტრში არის შესაბამისი სამაცივრე აღჭურვილობა ვაქცინის სათანადო პირობებში შესანახად.
ოთხშაბათს დაიწყება გეგმის მიხედვით აცრის პროცესი, კლინიკა „მედალფას“ ამცრელ კაბინეტში.
მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინა დღეს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და დღესვე შემოტანილია ჩვენს მუნიციპალიტეტში.
(R)