COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ დასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ. ცხელი ხაზი 15 22 24 საათის განმავლობაში მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა“,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.