კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას ოზურგეთელი ექიმი ნანა ტრაპაიძე გაიკეთებს, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი, მარიამ მაღულარია წერს.
“79 წლის ჩემი ექიმი ბებო, ნანა ტრაპაიძე, 19 მარტს, 12:00 საათზე დარეგისტრირებულია ვაქცინაციაზე.
ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ დავურეკე, რა ქენი-მეთქი და პირდაპირ თარიღი “მაჯახა”.
კი არაფერი, უბრალოდ, იმ ფონზე, როცა ახალგაზრდა ექიმები, ჩვენდა სამწუხაროდ, არ იცრებიან, ყველამ უნდა იცოდეს – ერთადერი ხსნა და მართლა დასასრულის დასაწყისია ვაქცინაცია“, _ წერს ფეისბუქზე მარიამ მაღულარია.