ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა.
ლადო კახაძე საზოგადოებას ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს. ამასთან, კახაძე ყველას მოუწოდებს, ქვეყნის ინტერესების გავლით მუხლჩაუხრელად აკეთონ საქმე.
„ალეკომ დაიწყო და მივესალმები ამ თემის გახმაურებას. ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. პირველ რიგში, მის მშობლებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს. ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, რომელიც ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში პოტენციალში და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეებს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო – ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი.
ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ჩვენს ბინადრებს, ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებს, ვისაც მან სიამოვნება, სიხარული მიანიჭა და ამ ენერგიის თავმოყრას შეეცადა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ. რაც მთავარია ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებული ვიყოთ. ჩვენი, თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნა არა მარტო საკუთარი თავის კარგად ყოფნაა, არამედ ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნაც არის. შეკავშირება, ერთ მიზანზე ორიენტირება ის ვექტორია, რომელიც ჩვენს ქვეყანას არჩეული აქვს – ევროატლანტიკური ვექტორი, რომლისკენაც მივისწრაფით, გვაქვს ამბიცია, პრეტენზიები საკუთარი თავისაც და იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც ამ ჩვენს გზაზე გვხედნიან, გვეხმარებიან, გვერდზე გვიდგანან. გავითვალისწინოთ, ვიყოთ გონიერები, პრაგმატულები. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
წყარო: 1ტვ