ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები ,,მედალფას“ კლინიკაში აიცრებიან.
ლანჩხუთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 დოზა მიიღო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ექვემდებარებიან. დღეს პირველად ვაქცინა ,,მედალფას“ კლინიკის ექიმებმა: თამარ კუნჭულიამ და ვერიკო ჩიჩუამ გაიკეთეს.