ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ძალისხმევას ნატოში გასაწევრიანებლად მხარს უჭერს.
„ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას ნატოს და საქართველოს შორის. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განახორციელოს რეფორმები და ვაგრძელებთ, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით. ყველა მოკავშირეს ვთხოვ, ქვეყნისადმი პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატონ. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ მიზანს. ეს იყო კიდეც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს და მყარად ვართ ერთგულები ამ იდეის და გადაწყვეტილების. ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.