„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გრძელი და ძალიან რთული შეხვედრა, რომელიც მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდება.
„ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში ძალიან დიდია – ეს არის კარგი, მაგრამ შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.