ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება.
ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიკვდილიანობას და დაავადებებს სხვა მიზეზების გამო არ შეამცირებს. როგორც ცნობილია, თრომბოემბოლიური მოვლენები ხშირად გვხვდება. ვენური თრომბოემბოლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მესამე კარდიოვასკულური დაავადებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
16 მარტს, ევროპის წამლის სააგენტოს აღსასრულებელმა დირექტორმა, ემერ ქუკმა განაცხადა, რომ ახალი ანალიზი ცხადყოფს – AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითი რჩება.
ევროკავშირის მარეგულირებელი AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დასკვნას 18 მარტს გამოაქვეყნებს.