წალენჯიხაში, სოფელი ნაკიფუში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 78 წლის ქალი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის მიზეზი უყურადღებობა გახდა.
მთლიანად დამწვარია 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მოხუცი მარტო სახლში სულ რაღაცა ნახევარი საათით დატოვეს.
ადგილზე ცეცხლის კერებს ამ დრომდე აქრობს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
წყარო: მთავარიტვ