ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო.
ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასტრაზენეკასვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. ასტრაზენეკას ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, – განაცხადა ემერ ქუკმა.
მისივე თქმით, უწყება ასევე არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიურ მოვლენებს უკავშირდება.