ჩოხატაურში დღეს დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი გადაიდო.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ უთხრა ვაქცინაციის გადადების მიზეზი რამდენიმე ადამიანის ასაცრელად მიუსვლელობა გახდა.
„10 კაცი თუ არ შეგროვდა, ვერ ვაკეთებთ ვაქცინას. ერთი გაციებული იყო და ვერ მოვიდა, მეორემ მოსვლა ვერ შეძლო, დარჩა შვიდი-რვა კაცი და ამ რაოდენობაზე ვაქცინას ვერ გავაკეთებდით. შიდა თანამშრომლებს ვინახავ რეზერვად. მე რომ ჩემი თანამშრომლები ავცრა ყველა და სოფლებიდან მოსული ადამიანების რაოდენობის შესავსებად არ დამირჩეს, გამოდის 7 ადამიანს უარი უნდა ვუთხრა. ჩვენ ვაქცინაციის ჩასატარებლად შეზღუდული არ ვართ დროში“,_ გვითხრა ხუნდაძემ.