ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ინფიცირებული ადამიანების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთში 1720 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1482 ადამიანი, გარდაცვლილია 17.