ვერძი – ინტელექტუალი
დამოუკიდებელი და მიზანმიმართული ქალია, რომელსაც უყვარს საუბარი საინტერესო და საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცთან ინტელექტუალურ საკითხებზე. ის მამაციცაა და თავის გვერდით მხდალ მამაკაცს ვერ აიტანს.
კურო – ყოვლისშემძლე
უყვარს, როცა მისი პარტნიორი ყველა სურვილს უსრულებს. ურთიერთობაში ბოლო მომენტამდე პარტნიორის ერთგულია. მას სჭირდება ყოვლისშემძლე მამაკაცი, რომელიც დაიაცავს და რომანტიკულად გაანებივრებს.
ტყუპი – მართალი
უყვართ სიახლეები, ახალი ადამიანების გაცნობა, აზრთა გაცვლა. მამაკაცი არ უნდა ჩამორჩებოდეს მათ. ამასთანავე, ტყუპს სურს, მასთან ილაპარაკოს ყველაფერზე, რაზეც ფიქრობს და ერთად მხიარულად გაატარონ დრო.
კირჩხიბი – კეთილი
ყველაზე მზრუნველი და გულკეთილი ნიშანია. მუდამ ზრუნავს ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. სურს, გვერდით ჰყავდეს ერთგული, გულწრფელი, კეთილი მამაკაცი.
ლომი – მომხიბლავი
ერთგული და მოტივირებულია. ლომს ისეთივე პარტნიორი სურს, როგორიც თავადაა. ამასთანავე, მამაკაცი გულუხვი და მომხიბლავი უნდა იყოს.
ქალწული – მომთმენი
მზრუნველიცაა და ამოუცნობიც. პარტნიორს თავიდანვე არ გადმოულაგებს საკუთარ თავზე ყველაფერს. ამიტომ მომთმენი მამაკაცი სჭირდება, რომელიც ყურადღებიანიც იქნება. ის საიმედო და მიწაზე მყარად მდგომიც უნდა იყოს.
სასწორი – ერთგული
თავისებურია. ხანდახან გაჯიუტდება, ხანდახან მოტივირებულია. ერთგული და კარგი ადაპტაციის მქონე მამაკაცი სჭირდება. რომელიც მოუსმენს, რადგან სასწორმა აუცილებლად უნდა გაუზიაროს მას თავისი მოსაზრებები.
მორიელი – ვნებიანი
სჭირდება მხიარული, მომთმენი, მზრუნველი და უზომოდ ვნებიანი, ისეთივე, როგორიც თვითონაა.
მშვილდოსანი – მგრძნობიარე
მუდამ მზადაა სიახლეებისა და ავანტიურისთვის. მოსწონთ მგრძნობიარე პარტნიორის გვერდით ყოფნა, რომელიც დაძაბულობას მოუხსნით. აგრეთვე, მამაკაცი აქტიური უნდა იყოს, მას ნებისმიერ წამოწყებაში რომ აჰყვეს.
თხის რქა – მშრომელი
ჭკვიანი და პასუხისმგებლიანია. ვერ გაჩერდება არასერიოზული მამაკაცის გვერდით. მხოლოდ შრომისმოყვარე, მიზანმიმართული მამაკაცი სჭირდებათ.
მერწყული – კრეატიული
თავადაც კრეატიულია და მუდამ მზადაა ორიგინალური სიახლეებისთვის. ამასთანავე, მამაკაცი არანაკლებ ვნებიანიც უნდა იყოს. მხოლოდ საზრიანობა არ მოეთხოვება.
თევზები – რომანტიკოსი
ემოციური ნიშანია. სურს, ერთგული, მზრუნველი, რომანტიკული პარტნიორი ჰყავდეს. ამასთანავე, მამაკაცმა რომანტიკული ჟესტებითა და მგრძნობელობით უნდა გაანებივროს.