საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს.
„საქართველოს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს ვულოცავ ჩვენს მესაზღვრეებს. ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს. სწორედ ჩვენი მესაზღვრეების ვაჟკაცობასა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის სიმშვიდე. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რომ ასე თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მესაზღვრეს! მშვიდობას, წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის თითოეულ გუშაგს!” – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.