ჩოხატაურში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ პატარებთან ერთად აღნიშნა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის სტატუსის მქონე სულ 6 ადამიანია, მათ შორის 2 ბავშვი, 4 კი ზრდასრულია.
ცნობისთვის, 21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2012 წლიდან აღინიშნება.