ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სულ დადასტურებულია 1739 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1594, გარდაცვლილია 17.
„ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობენ. 15 პაციენტია ჩვენთან. იზოლაციაში 218 ადამიანი იმყოფება“,- გვითხრა მენაღარიშვილმა.