ხულოში, სოფელ ყინჩაურში, გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის შედეგად ცხრა სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
როგორც “გურია ნიუსს” ხულოს მერიაში განუცხადეს, დაზარალებულ ოჯახს ისინი სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დაეხმარებიან. ამასთან, მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით უზრუნველყოფს.
ამ დრომდე უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.