რუსეთში პრეზიდენტობის ვადის შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო.
როგორც Ria იუწყება, სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს უფლება აქვს კენჭი კიდევ 2 ვადით იყაროს.
კონსტიტუციის 81-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, კანონი “საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ” ადგენს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც ადრე ორმაგი მოქალაქეობა ან საზღვარგარეთ ცხოვრების უფლება ჰქონდა.
ცნობისთვის, ინიციატივის ავტორები იყვნენ დეპუტატები პაველ კრაშენინინიკოვი და ოლგა სავასტიანოვა, ასევე სენატორი ანდრეი კლიშასი.