,,მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ჟოზეფ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე“, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ოპოზიციას დღეს ორი არჩევანი დარჩა. ერთი არის მოუსმინონ და გაითვალისწინონ უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და მერეა, რომ მარგინალიზაციის გზით სიარული.
„მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს.
აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც 2 არჩევანი. ერთი ის, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკარადი, მათი აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები, მეორე, თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამ მარგინალიზაციის გზით სიარული“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.