ხვალ გურიას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეწვევა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, 26 მარტს, 11:00 საათზე, ოზურგეთში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას გახსნის.
11:30 საათზე კი ეკატერინე ტიკარაძე გურიის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.