როგორც თვითმხილველებმა „გურია ნიუსს“ აცნობეს, გუშინ, საღამოს, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
_ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მივდიოდით, რა დროსაც საშინელ ავარიას წავესწარით. თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი ეზოს „ზაბორზე“ ამოყირავებული ავტომობილი იყო ჩამოცმული. ბორბლები ჰაერში ჰქონდა. როგორც კი დავინახეთ, იმ წუთს ის ვიკითხეთ, შიგ მყოფი თუ გადარჩა. პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა და ბუნებრივია, ტრასაზე შეჩერების უფლება არცერთ მანქანას არ მისცა. რაკი გავიგეთ, მსხვერპლი არ იყო, ამოვისუნთქეთ და გზა განვაგრძეთ _ გვეუბნება წყარო.
მომხდართან დაკავშირებით, „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს:
_მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოყირავდა. მძღოლი არ დაშავებულა.