ოზურგეთში ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გახსნა.
ღონისძიებაზე მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცენტრი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პანდემიის პირობებში გმირული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ამ წუთებში კი ფოლკლორის ცენტრში ეკატერინე ტიკარაძე გურიის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.