თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი დღეს 82 წლის გახდა.მწერალს დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
“დღეს ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მისი შემოქმედება სავსეა შთამბეჭდავი და გულწრფელი, სიყვარულითა და სიცოცხლის ძლიერი სურვილით გაჯერებული ამბებით, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ მკითხველთან.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთი შედევრით გაახარებს თავის მკითხველს”, _ წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.