ფილერი არის შემავსებელი, რომელიც გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების შესავსებად და ხშირად იყენებენ ასაკობრივი ცვლილებების დასაკორექტირებლად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები – სარგებელი და რისკი“ – ასე ერქვა დღეს გამართულ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავს მედია-ვებინარს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ადამიანებს, რომლებიც ფილერს მოიხმარენ, ვაქცინის გაკეთების შემდგომ ალერგიული რეაქცია 1-2 დღის მოგვიანებით უვითარდებათ.
ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რეაქცია სახიფათო არ არის და სხვამ, თუნდაც გრიპის ვაქცინის გაკეთებამაც შესაძლოა გამოიწვიოს, მაგრამ სასურველია, რომ ვიდრე კორონავირუსზე აიცრებით, ფილერის გაკეთებიდან 2 კვირა იყოს გასული.
„ფილერის მომხმარებელ ადამიანებში ვაქცინის გაკეთების შემდგომი რეაქცია მოგვიანებით ვლინდება. ვაქცინის გაკეთებიდან 1-2 დღის შემდეგ ის ადგილები წითლდება და შუპდება, სადაც ფილერი იყო გამოყენებული. ეს ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ რეკომენდაციაა, რომ ფილერის გამოყენებიდან, დაახლოებით, 2 კვირა იყოს გასული ვაქცინის გაკეთებამდე“,_ განაცხადეს შეხვედრაზე.