მოციგურავე ალინა ურუშაძე ოლიმპიური ლიცენზიანტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში “გლობალ არენაზე” მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე.
მან მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდა.