ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, სულ გამოვლენილია ინფიცირების 1792, გამოჯანმრთელებული 1631, გარდაცვლილი 18 ადამიანი.