“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე დენიელსონის მეორედ ვიზიტს ეხმაურება.
„ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა და საქართველოს ფუნქციაც დაუკარგა და მის მიმართ ინტერესიც გააქრო. დღეს კი, „ოცნების“ ლიდერები უკვე სენატორებს აყენებენ შეურაცხყოფას.
რადგან, თუ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, პოლიტპატიმრები არ გვყავს, არჩევნები არ გაყალბებულა და ზოგადად დემოკრატია ყვავის, მაშინ ის სენატორები მოცლილები არიან რომ შეიკრიბენ და იხილავენ იმას, რაც არ არსებობს?!
ხოლო ის, რომ 64 საათიანი შეხვედრების შემდეგ დენიელსონი უკან ბრუნდება, ეს არის პირდაპირი გზავნილი.
და თუ „ოცნების“ ხელისუფლებას ისევ არ ეყოფა შეგნება და მას ისევ ხელცარიელს გაუშვებენ უკან, ეს იქნება მორიგი შეურაცხყოფა და იმის დასტური, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ ევროპას.
მოკლედ, საქართველომ უნდა აირჩიოს, რჩება დასავლეთთან, თუ ჯდება ექვსეულის ფორმატში, რომელიც უკვე გაჟღერებულია. ( სამი კავკასიური რესპუბლიკა და სამი მეზობელი რუსეთი-თურქეთი-ირანი)
მითუმეტეს, რომ პირველად გაჟღერდა ისიც, რომ არ არის გამორიცხული ფინანსური დახმარებები გადაიხედოს,“_ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.