სხეულის რედაქტირების პროგრამები, რომლებიც რეკლამირებულია სოციალურ მედიის პლატფორმებზე TikTok-სა და Instagram-ზე შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანებისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება.
რეკლამებში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას პროგრამები სხეულის ნაწილების შესაცვლელად, მათ შორის წელის გახდუნება და კუნთების გაზრდა.
კვებით დარღვევებთან მებრძოლები ამბობენ, რომ სხეულის შეცვლის პროგრამებმა, რომლებიც ხელს უწყობენ წონის სტიგმატიზაციას, ან ხელს უწყობენ სიგამხდრის იდეალიზაციას, შეიძლება ტანჯვა მოუტანონ იმ ადამიანებს, რომლებიც დაავადებულია კვების დარღვევით.
პლატფორმების განცხადებით, აპებმა არ დაარღვიეს სარეკლამო მითითებები, მაგრამ TikTok– მა დასძინა, რომ იგი განიხილავს მის პოლიტიკას.
არაჯანსაღ კვებასთან ბრძოლის კამპანიის წარმომადგენლის ჰოუპ ვირგოს განცხადებით, სოციალური მედიის კომპანიებმა უნდა აგონ პასუხი და “შეაჩერონ ეს არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი შეტყობინებები“.
ის ფაქტი, რომ ინსტაგრამი და TikTok ამჟამად რეკლამირებენ სხეულის შეცვლის აპლიკაციებს, ხელს შეუწყობს კვების დარღვევების ეპიდემიას კიდევ უფრო.