ქართული ოცნების ოფისთან აქტივისტები დააკავეს.
„ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისთან ყველა აქტივისტი დააკავეს ბადრი პაპას გარდა, ვისაც კი ბანერზე ეკიდა ხელი“,_ ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 აქტივისტი. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.