„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2-3 კვირაში, შესაძლოა, ეპიდსიტუაცია საქართველოში ძალიან გართულდეს. ამის მიზეზად კი მოსახლეობაში პირბადის გამოყენების დაბალი მაჩვენებელი დაასახელა.
„2-3 კვირაში შეიძლება ძალიან გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია. ამიტომ ყველამ ვატაროთ პირბადე, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ, ვიდრე ვაქცინაციის პროცესში ყველა არ იქნება ჩართული“,_ განაცხადა მდინარაძემ.