ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში დადასტურებულია ინფიცირების 3326 შენთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3233 ადამიანი, გარდაცვლილია 31. აქტიურია 63 შემთხვევა.