თბილისში, 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივი მაცხორებლები ამბობენ, რომ ოჯახიდან ხმაური არასდროს გამოდიოდა, თუმცა დღეს დაახლოებით 2 საათზე ხმაურის და დაპირისპირების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციას გამოუძახეს. პოლიციას ბინაში შესვლის უფლება შიგნით მყოფმა პირებმა არ მისცეს. ამიტომ საჭირო გახდა სამაშველო ბრიგადის გამოძახება. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბინაში შევიდნენ და ქალის ცხედარი ნახეს.
სავარაუდო დამნაშავეები შვილები არიან. ისინი ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
წყარო: ფორმულანიუსი