ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში რემბოს როლზე „რემბო: პირველი სისხლი“ მისი კონკურენტები იყვნენ.
ფილმი 1982 წელს რეჟისორმა ტედ კოტჩეფმა გადაიღო.
სტალონე ამტკიცებს, რომ რემბოს როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ალ პაჩინო იყო.
ასევე რობერტ დე ნირო, ჯეიმს გარნერი, რაიან ო ნილი, სტივ მაკქუეინი და დასტინ ჰოფმანი.
ბოლოს კი როლი სტალონეს ერგო.