“ოზურგეთში ორმა 80 წლის მამაკაცმა “ასტრაზენეკა“ გაიკეთა“, _ ეს ამბავი “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთი-ერთი მათგანი, ვინც ახალ ამბავს გამოეხმაურა, პაატა იმნაძის დედა, ნუნუ დუმბაძე იყო.
“აბა რაა, გურულები მაგრები ვართ. 91 წლის ვარ და მეც ვიკეთებ. ძალად არ გაგიკეთებენ. მერე არ დაიწყოთ აიო და იიო“, _ წერს ფეისბუქში ნუნუ დუმბაძე.