მღვდელი ალექსი აბულაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის ადამიანების მოუწოდებს, რომ კორონავირუსის დამარცხებას ვაქცინა უნდა გავიკეთოთ.
“გადავავლე თვალი, გურულებო და ძვირფასო ლანჩხუთელები თქვენს გამოკითხვას (საუბარია ფეისბუქგვერდზე This is ლანჩხუთი) 13 საათის წინ დადებულ პოსტს 161 მოწინააღმდეგე ჰყავს, და 94 _ მომხრე. დალოცვილნო, თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ არასდროს დასრულდება ეს პანდემია, იქნებით მუდამ პირბადით და შიშში. მე, პირადად, გავიკეთე ვაქცინა (მოდერნა). ნუ გაქვთ ეს შიშები, რამდენ ვაქცინას ვუკეთებთ ხოლმე ახალდაბადებულ ბავშვს, ძალიან ბევრს რამეზე ვცრით ხოლმე. მადლობა უფალს, რომ სამყარომ ვაქცინა 1 წელში შექმნა. როგორ ფიქრობთ, ვაქცინა რომ ცუდი იყოს, ამერიკა პირველ რიგში ექიმებს და პოლიციელებს აცრიდა? არა არ აცრიდა ცუდი რომ იყოს, სიხარულით იცრება აქ ხალხი, განურჩევლად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა თუ სქესისა, მე როდესაც ვიცრებოდი, ჩემს უკან ჩემი მეზობელი, რომელიც მილიარდელია, ის იდგა რიგში და მანაც იგივე მოდერნას ვაქცინა გაიკეთა, რაც მე. ასე რომ, შეთქმულებების თეორიები, დაგვჩიპავენ და ათასი სისულელე არის მცდარი აზრი.
გაიკეთებ ვაქცინას, დამთავრდება პანდემია. არ გაიკეთებ და იარე პირბადით და 9-ზე სახლში, აბა, ჩვენთან არც არასდროს ყოფილა ამ პანდემიის გამო კომენდანტის საათი“, _ წერს მღვდელი ალექსი აბულაშვილი.