“ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა”, _ ამის შესახებ ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრთან ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვდრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ თემაზე იყო საუბარი, რაც დღეს ბიზნესს აწუხებს.
“დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებოდით დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რასაკვირველია, გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის.
ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა [პრემიერმა], ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ”, _ განაცხადა სოსო ფხაკაძემ.