ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში მოღვაწის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას ეხმაურება.
„გუშინდელი ამბავი მხოლოდ სიმპტომია. პრობლემას წლებია სირაქლემებივით თვალს ვუხუჭვათ და კიდე უარესი – გამართლებებს და ევფემიზმებს ვუძებნით. პრობლემა კი მაშინ დაიწყო, 2013-ში სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობას რომ ამართლებდა ხალხი, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის კრმელში ცეკვას რომ ამართლებდა. 9 აპრილს “მგზავრების” რუსეთში გასტროლებს და იქ სცენაზე ტირილს რატომ დაგვარბიეთო რომ პატრიოტულ აქტად ნათალავდნენ. სპუნტინიკის მაუწყებლობა რომ დავუშვით და პროტესტი არ იყო ამაზე და “სიტყვის თავისუფლებად” შეინიღბა და უმრავლესობამ თავი რომ მოიტყუა იქ დაიწყო პრობლემა. ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ პროპუტინულ ტელეარხ რასიას 2018 წელს რომ ტენდერი მოაგებინა (ეს რამაც მედიაში გაჟონა და კიდევ რამდენი ასეთი ტენდერი მოიგო რასიამ საქართელოში ვინ იცის), მილიონსამასათასლარიანი ხელშეკრულება დაუდო და საქართველოში ტურიზმი არეკლამებინა და რომ არავინ შეიმჩნია და კიდევაც გაამართლა ეგ არის პრობლემა. რუსი ტურისტების ჯოგმა რომ იხუვლა და გადაჯეკა აქაურობა, ბათუმში უძრავი ქონება შეისყიდა და “ბატუმი რუსკაიაზიჩნი გოროდო” დაუსვეს თავად დიაგნოზი ჩვენს პრობლემას – აქ დაიწყო პრობლემა და რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო კიდე. აქედან არც ერთმა განგაშის სიგნალი რომ არ ჩაურთო საზოგადოებას, მაშინ დაიწყო პრობლემა. და რა გასაკვირია რომ გავრილოვზე პროტესტი, ამ ყველაფრის გადაყლაპვის ფონზე, “სახელმწიფო გადატრიალებად” რომ შეირაცხა. პოზნერები წავლენ და წამოვლენ და ამ საკუთარუ თავის წლობით მოტყუება და პრობლემებისთვის სახელის არდარქმევა კი დარჩებინო და კი იწვევს აგერ საზოგადოების კოროზიას, დემორალიზაციას და დასწავლილ უსუსურობას.“ – წერს ჯანა ჯავახიშვილი ფეისბუქზე.
ამავე თემაზე:
რას ამბობდა პოზნერი საქართველოს და აფხაზეთის ურთიერთობის შესახებ