კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი, 2 კვირის ვადით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში შეჩერდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემონახსენები ვადით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა: ნიგოითის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფელ წყალწმიდის საჯარო სკოლები.
აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეჩერებულია.
მერიისვე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყება.