ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის საბავშვო ბაღებს, მხოლოდ სამი დღის სამყოფი საკვები პროდუქტი გადასცეს. რაც იმის მომასწავებელია, რომ სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირება, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, კვლავ შეჩერდება.
როგორც ცნობილია, ახლახან, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე რეგიონი და მათ შორის, გურია სიწითლისკენ მიდის.
„გურია ნიუსი“ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელს, მაკა ჭყონიას ესაუბრა.
_ ასე არ არის. მხოლოდ სოფელ შრომაში, ორ უბანში, ხრიალეთის და ვაკის საბავშვო ბაღები დაიკეტა ორი კვირით. სხვაგან არსად არ მომხდარა სწავლის შეჩერება ან საკვების მიწოდების შეზღუდვა. პროდუქტი ყველა ბაღმა სრულად მიიღო, – გვითხრა მაკა ჭყონიამ.