ცოტა ხნის წინ, ხელვაჩაურის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღსაზრდელებისა და მასწავლებლების ევაკუაცია გახორციელდა _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა მშობელმა მოაწოდა.
“ბაღში ძლიერი დამწვრის სუნი იგრძნეს და სახანძრო დახმარება გამოიძახეს. ამ დროისთვის ყველა აღსაზრდელი და მასწავლებელი ევაკუირებულია“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ მშობელმა.
როგორც ირკვევა, ცეცხლი უმნიშვნელო სიძლიერის იყო და ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.