კორონავირუსზე აცრილ არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ალბერტო ფერნანდესმა Twitter-ზე გაავრცელა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა იანვარში რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ აიცრა.
„2 აპრილის საღამოს ჩავაბარე ტესტი ანტიგენზე და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ველოდები PCR-ტესტის შედეგებს“, – წერს არგენტინის პრეზიდენტი.