არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ დამფუძნებლის ირმა გორდელაძის ინფორმაციით, დღეს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
“ვინც არ შეუშვეს ტერიტორიაზე, მათ სოფელ გუმათესთან შემოაღამდათ. პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო ჯარიმების გამოწერა დაიწყო. ეს ინფორმაცია ახლა მომაწოდეს. აქციის მონაწილეები დაუკავშირდნენ ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისს, მაგრამ ჯარიმები მაინც იწერება“, _ ამბობს ირმა გორდელაძე.
“რიონის ხეობის“ დამცველებს შორის ოზურგეთიდანაც არიან _ აქციის მონაწილეებმა ადგილზე კოცონი დაანთეს.