“VOICE GEORGIA”-ს დუელების ტური წარმატებული აღმოჩნდა ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილისთვის.
ვიოლეტა დუელის ტურში მისმა მწვრთნელმა ნიკა რაჭველმა დატოვა.
როგორც ცნობილია, ვიოლეტა პირველი ლაივის კონცერტისთვის უკვე ემზადება. ამ ტურში პროექტის სამი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. ერთს მაყურებლის გაგზავნილი ზარები გადაიყვანს შემდეგ ტურში, ხოლო დარჩენილი ორიდან კი ისევ მწვრთნელები გადაწყვეტენ, ვინ დარჩება პროექტში.
დუელების ტურში ერთ-ერთმა მწვრთნელმა სალიომ საუკეთესო შეფასება მისცა ვიოლეტას:
“მე ფრანგულს გამღერებდი. ისეთი ზარების გაქვს ხმაში, სასწაულია“, – უთხრა სალიომ ვიოლეტა.
ვიოლეტა მგალობლიშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და მონაწილეა.