მოგვმართავენ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ, _ ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს, თუ ისინი ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ პარლამენტს.
„მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ ეს. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ – ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება”, _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე, რა არგუმენტით არ შეუწყვეტენ მანდატს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ამის არგუმენტი არის თითოეული დეპუტატის ნება, მიაჭიროს თითი ღილაკს ან არა“.
ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით, შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.